მზის შვილები


                 სასწავლო პროექტის გეგმა


სახელი და გვარი
შორენა მიღდისელი
რაიონი
დუშეთის რაიონი სოფელი მჭადიჯვრის საჯარო სკოლა
სკოლა
მჭადიჯვრის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„მზის შვილები“
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობაზე, რაც მათ დაეხმარებათ სხვათა ემოციურ ქმედებების წვდომაში.
საგანი
მუსიკა
დონე/კლასი  
მე 5-6კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
17.09.2019 -1.10.2019.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
VI.6. ითვალისწინებს და იყენებს ჯგუფის წევრების შესაძლებლობებს; კამათის დროს ისმენს და ითვალისწინებს ჯგუფის წევრების არგუმენტებს;
VI.7. გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას სიტყვიერად;
VII.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა; მოიძიებს თეორიულ მასალას.
VII.6. აცნობს თანაკლასელებს საკუთარ შთაბეჭდილებას;
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
  • მოზარდებში თვითშეგნებისა და ემპათიის განცდის გაზრდა,რათა ხელი შეუწყონ უნარშეზღუდული ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებაში .
  • XXI საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარება
  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება
  • შემოქმედებითობა და დამოუკიდებლობა
  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
  • პრეზენტაციის უნარები
  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა
  • მოსწავლემ შეძლოს მემკვიდრული ცვალებადობის სხვადასხვა ფორმის მიზეზისა და შედეგის ახსნა
  • ივარაუდოს მემკვიდრული ცვლილებების შედეგად განვითარებული ზოგიერთი დაავადების ნიშნები
  • შეადგინოს სქემის სახით ქრომოსომული დაავადების მქონე მაგალითად დაუნის სინდრომით რა შემთხვევაში იბადება და რა შემთხვევაში იბადება ჯანმრთელი ბავშვი
  • დაასახელოს ზოგიერთი დაავადების მაგალითად დაუნის დაავადების მიზეზები
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რატომ იმსახურებენ სსსმ ადამიანები ემპათიას.?

თემატური კითხვები


როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ სსსმ ბავშვებს, რათა მათ შეძლონ თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაცია
შინაარსობრივი კითხვები



  • რა ფიზიკური მახასიათებელი გააჩნიათ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს?
  • რა ვიცით სსსმ ადამიანების შესახებ?
  • რატომ უწოდებენ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს მზის შვილებს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
1.პროექტზე მუშაობის დაწყებამდე დავადგენ  მოსწავლეთა წინარე ცოდნას, ჩამოვაყალიბებ სასწავლო პროექტის იდეებს. ჩავატარებ გამოკითხვას რითაც გავიგებ მათ დამოკიდებულებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.
2. შევქმნი ჯგუფებს, მივცემ დავალებებს .გავაცნობ პროექტის გეგმებს
3.პროექტზე მუშაობის დაწყების შემდეგ გამოვიყენებ სხვადასხვა სტრატეგიებს.გამოკითხვა რუბრიკით. შევაფასებ კრიტიკულ აზროვნებას.
4. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შევაფასებ გაგებისა და უნარების სტრატეგიებით.გამოვიყენებ შეფასების რუბრიკას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს აქვთ  მოკლე ვადიანი პროექტის გამოცდილება. ფლობენ  კვლევა -ძიების, ლოგიკურ და კრიტიკულ უნარ -ჩვევებს, გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარით.
მოსწავლეებს გააჩნიათ ტექნიკური უნარ-ჩვევები ,კერძოდ,შეუძლიათ ელექტრონული წყაროების გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად, აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.

სასწავლო პროცედურები:
1 დღე .
მოსწავლეებს ვაყურებინე ვიდეო რგოლი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ და დავუსვი მათ   პროექტის ზოგადი  კითხვა:  ,,რატომ იმსახურებენ სსსმ ადამიანები ემპათიას.?“  ამის შემდეგ გავმართეთ დისკუსია. მოსწავლეები გამოთქვავენ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს. მსჯელობენ აღნიშნული საკითხის ირგვლივ.
2. დღე
ვანახებ სლაიდ შოუს სსსმ ადამიანებზე რომლებიც არიან წარმატებული პროფესიულ საქმიანობაში. ამით დარწმუნდებიან მოსწავლეები რომ . შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია. ამოხსნიან გენეტიკურ ამოცანებს და შეადგენენ სქემებს.https://palitranews.ge/video/5-qvelaze-tsarmatebuli-daunis-sindromis-mkone-adamiani-msoflioshi
3 დღე
  დისკუსიის გამართვა 
      როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლეებს შევუწყოთ ხელი,რომ მათ შეძლონ თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაცია.  
      მოსწავლეები იმსჯელებენ ჯგუფებში აღნიშნული საკითხის ირგვლივ,   გამოთქვავენ საკუთარ   მოსაზრებებს და ამზადებენ პოსტერს.

4 დღე:     მოსწავლეებში ემპათიის გაზრდის მიზნით დავგეგმე აქტივობები, შევხვდეთ დაუნის სინდორმის მქონე ადამიანებს.   შეხვედრის  წინ სკოლაში მოვამზადეთ სასაჩუქრე ყუთი,  რომ მოგვეგროვებინა თანხა საჩუქრებისათვის.  ასევე შევაგროვეათ სხვადასხვა საჭირო ნივთები დაუნის სინდრომის და შეზღუდული შესადზლებლობების მქონე ადამიანებისთვის. ამ აქტივობაში ჩავრთე მთელი სკოლა. შემოსული თანხით ვიყიდეთ საჩუქრები, მოვამზადეთ მუსიკალური ღონისძიება. ამით მოსწავლეებს გაუჩნდათ თანაგანცდის  და პასუხისმგებლობის უნარი სსსმ ადამიანებთან მიმართ.
შეხვედრის  დროს მოსწავლეები გაიცნობენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს , თანატოლებს.  მოიწვევენ სკოლაში,  ერთობრივად ჩაატარებენ კონცერტს, მათთან ჩაწერენ ინტერვიუს, გადასცემენ საჩუქრებს . გადაიღებენ ვიეო რგოლს და სამახსოვრო ფოტოებს.

.

5. დღე
მოსწავლეები გამართავენ  დისკუსიას-თუ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების გვერდშ დგომა და დახმარება
6.დღე
შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს.ცნობიერების ამაღლების მიზნით. იმუშავებენ კედლის გაზეთზე.
7. დღე
. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად ,გადაინაწილებენ სამუშოს,დაარიგებენ საინფორმაციო ბულკლეტებს და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილებში.  ცნობიერების ამაღლების მიზნით.

8. დღე-   მოსწავლეები  იმუშავებენ ნახატებსა   და  სლაიდის     შექმნაზე.  
9.დღე შეაგროვებენ მათთვის საკვებს , ჩასაცმელს გადასცემენ , საჩუქრებს და გადასცემენ. გამოხატავენ თანადგომას და გულწრფელ მეგობრობას.

10.დღე
მოაწყობენ ღონისძიებას მთელი სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისათვის,მოიწვევენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. სადაც აუდიტორიას გააცნობენ პროექტის შედეგებს,  აჩვენებენ მათ მიერ მომზადაბულ ვიდეო მასალას, გააკეთებენ პრეზენტაცის . იმსჯელებენ იმ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან და დაუნუს სინდრომის მქონე ადამიანებთან შეხვედრის დროს დაეუფლათ. ამით მათ ჩამოუყალიბდებათ ემპათიის გრძნობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
11.დღე 
      პრეზენტაცია power poitshi










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები

სსსმ მოსწავლე არ არის ამ კლასში

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

 ამ კლასში სწავლობენ მხოლოდ ქართულ ენოვანი მოსწავლეები.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
 ჩაატარებენ კვლევას, გააკეთებენ ზეპირ პრეზენტაციას, შექმნიან ვიდეო რგოლს  , გააკეთებენ შეფასებას, გავლენ მაღალ სააზროვნო უნარებზე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, გაზეთები, ჟურნალები.
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
 //www.youtube.com


სხვა რესურსები
პროექტორი, მარკერები, მოსწავლეთა ნახატები, თაბახისა და ფორმატის ფურცლები. დაფა, ცარცი.








Комментариев нет:

Отправить комментарий